inventor

წესები და პირობები


პირობები და განმარტებები

- მყიდველი - პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის შეძენას, ვებ გვერდზე shop.inevntor.ge
- გამყიდველი - ონლაინ მაღაზია shop.inevntor.ge, რომელიც ყიდის პროდუქციას დისტანციური გზით.
- დარეგისტრირებული მყიდველი - მყიდველი, რომელმაც გამყიდველს მიაწოდა ინდივიდუალური ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ
( სახელი, გვარი, ელ.ფოსტის მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი ), რომლის გამოყენებით შესაძლებელია შეკვეთის განთავსება.
- საქონლის დისტანციური რეალიზაცია - საცალო ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის რეალიზაცია, რომელიც გაფორმებულია მყიდველს და გამყიდველს შორის საქონლის აღწერილობის საფუძველზე, კატალოგებში, პროსპექტებში, ბუკლეტებში ან ფოტოებზე წარმოდგენილ მასალებში, კომუნიკაციის საშუალებით, ან სხვა გზით, რაც გამორიცხავს მყიდველის პირდაპირი გაცნობის შესაძლებლობას. 
 - ონლაინ მაღაზია - საიტი, რომელზეც ნებისმიერ მყიდველს შეუძლია გაეცნოს პროდუქციის შეძენის და მიწოდების პირობებს, გააგზავნოს შეკვეთა შესყიდვის ელექტრონული სისტემის საშულებით, ელექტრონული ფოსტით ან მოახდინოს პროდუქციის შეკვეთა ტელეფონის საშუალებით.
- საიტი - ინფორმაციის ნაკრები, რომელიც განთავსებულია ონალინ მაღაზია shop.inevntor.ge - ზე 
- საქონელი - გაყიდვის ობიექტი (ნივთი), რომელიც წარმოდგენილია ონლაინ მაღაზიაში, შესაბამის განყოფილებაში.
- შეკვეთა - მყიდველის მოთხოვნა, რომელშიც  მითითებულია ინფორმაცია ონლაინ მაღაზიაში შერჩეულ პროდუქციაზე.

ზოგადი დებულებები

- საიტს ფლობს და მართავს ონალინ მაღაზია shop.inventor.ge 
- თითოეული მხარე, მეორე მხარეს გარანტიას აძლევს, რომ მას აქვს აუცილებელი იურიდიული და სამართლებრივი შესაძლებლობები, აგრეთვე ყველა უფლება და უფლებამოსილება, რომელიც აუცილებელია საცალო ვაჭრობის განსახორციელბელად.
- პროდუქტის ონლაინ მაღაზიის საშუალებით ( შეკვეთით ) მყიდველი ეთანხმება shop.inventor.ge - ს წესებს და პირობებს.
- გამყიდველი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები მოცემულ წესებში, ამასთან დაკავშირებით, მყიდველი თანახმაა რეგულარულად დააკვირდეს ვებ გვერდზე განთავსებულ ონლაინ მაღაზიის "წესებს და პირობებს" 
- საიტზე რეგისტრაცია ნიშნავს "წესების" მიღებას. 

რეგისტრაცია საიტზე

- შეკვეთის შესასრულებლად, კლიენტი უნდა დარეგისტრირდეს საიტზე.
- გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი მყიდველის მიერ რეგისტრაციის დროს მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.
- შეკვეთისას მყიდველმა გამყიდველს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი გვარი, პირადი ნომერი, ელ ფოსტის, მისამართი, საქონლის მიწოდების მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
- მყიდველი პროდუქტს ირჩევს ფოტოების და ტექნიკური მახასიათებელების მიხედვით, რაც ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. შეკვეთაში მითითებული უნდა იყოს: პროდუქციის სახელი, მოდელი, შეკვეთილი საქონლის რაოდენობა, პროდუქტის ფასი, ადგილზე მიტანის მისამართი, მყიდველის დეტალები, აგრეთვე სხვა ინფორმაცია.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის პოლიტიკა ( შემდგომში - კონფიდენციალურობის პოლიტიკა ) ვრცელდება ყველა იმ ინფორმაციაზე,  რომელიც ინტერნეტ მაღაზია shop.inventor.ge - მ  შესაძლებელია მიიღოს მომხმარებლის შესახებ, ონლაინ მაღაზიის პროგრამებისა და პროდუქტების გამოყენების დროს.  

ტერმინების განსაზღვრა 

- ონლაინ მაღაზიის ადმინისტრირება, ( შემდგომში ვებ გვერდის ადმინისტრაცია ) - უფლებამოსილი თანამშრომლები, რომლებიც მართავენ ვებ გვერდს და პერსონალურ მონაცემებს, აგრეთვე განსაზღვრავენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებს, პერსონალურ მონაცემთა შემადგენლობას და პერსონალური მონაცემებით შესრულებულ მოქმედებებს (ოპერაციებს). 
- პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ან არაპირდაპირ კავშირშია ფიზიკურ პირთან ( პერსონალური მონაცემების მქონე სუბიექტთან ). 
- პერსონალური მონაცემების დამუშავება - ნებისმიერი მოქმედება (ოპერაცია) ან მოქმედებათა ერთობლიობა (ოპერაციები), რომლებიც შესრულებულია ავტომატური სისტემის გამოყენებით ან მის გარეშე. მათ შორის ინფორმაციის შენახვა, განახლება, შეცვლა, გამოყენება, გადაცემა, განაწილება, უზრუნველყოფა, წვდომა, ბლოკირება, წაშლა, განადგურება. 
- პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა - ოპერატორმა ან სხვა ადმინისტრაციულმა პირმა, რომელმაც მოიპოვა პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, არ უნდა დაუშვას მათი გავრცელება, პერსონალური მონაცემების მფლობელი სუბიექტის თანხმობის გარეშე.
ონლაინ მაღაზიის მომხმარებელი - (შემდგომში "ვიზიტორი") პირი, რომელსაც ინტერნეტში შესვლის საშუალება აქვს და იყენებს ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდს.
- IP მისამართი - კომპიუტერული ქსელის უნიკალური მისამართი.

ზოგადი დებულებები 

- მომხმარებლის მიერ ონლაინ მაღაზიის გამოყენება ნიშნავს კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიღებას და აღნიშნული მომხმარებლის პირადი მონაცემების დამუშავების პირობებს. ონლაინ მაღაზია shop.inventor.ge - ზე სტუმრობისას, ვიზიტორი გამოხატავს თანხმობას პერსონალური ინფორმაციის გაცემის შესახებ. 
- თანხმობა მოქმედებს ვებ გვერდზე შესვლის მომენტიდან და მისი გამოყენების  სრული პერიოდის განმავლობაში.
- მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებთან უთანხმოების ან უარის თქმის შემთხვევაში, ვიზიტორმა უნდა შეწყვიტოს ონლაინ მაღაზიის გამოყენება.
- კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ shop.inventor.ge - ს ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდზე. 
- საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი ონლაინ მაღაზიის  მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების სისწორეზე.

პრიორიტეტული პოლიტიკის თემატიკა 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა ადგენს ონლაინ მაღაზიის ადმინისტრაციის ვალდებულებებს, რადგან არ მოხდეს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის რეჟიმის დარღვევა, რომელსაც ვიზიტორი გასცემს ვებ გვერდზე რეგისტრაციის ან საქონლის შეძენის დროს.
- ონალინ მაღაზია shop.inventor.ge - ზე პერსონალური მონაცემების მიწოდება ხდება საიტის ვიზიტორის მიერ ვებ გვერდზე განთავსებული სპეციალური ფორმის მეშვეობით, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ.ფოსტის მისამართი, პროდუქციის მიწოდების მისამართი.
- ონლაინ მაღაზია ადგენს სტატისტიკას მისი ვიზიტორების  შესახებ. ეს ინფორმაცია გამოიყენება ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირებისთვის და მათ გადასაჭრელად, ასევე ფინანსური მონიტორინგისთვის. 
- პერსონალური ინფორმაციის გამოყენება ადმინისტრაციის მიერ შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი მიზნებისთვის:
ვიზიტორთან უკუკავშირისთვის, მათ შორის შეტყობინებების გაგზავნისთვის, ონლაინ მაღაზიის გამოყენებასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის  და კონსულტაციისთვის, ვიზიტორთა ადგილმდებარეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პროდუქტების განახლებაზე, სპეციალურ შეთავაზებებზე და ფასდაკლებებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის.

პიროვნული ინფორმაციის დამუშავების გზები და პირობები 

ვიზიტორის პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონიერი საშუალებებით ხორციელდება დროის ლიმიტის გარეშე, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა ინფორმაციის სისტემაში, ავტომატური სისტემით ან მის გარეშე.
- ვიზიტორი გამოთქვამს თანხმობას, რომ საიტის ადმინისტრაციამ  პირადი მონაცემები გადასცეს მესამე პირს, კერძოდ საკურიერო და საფოსტო ორგანიზაციებს, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მათ მოახდინონ ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირება. 
- ვიზიტორის პირადი მონაცემები შეიძლება გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით.
- პირადი მონაცემების დაკარგვის ან გამჟღავნების შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაცია აცნობებს მომხმარებელს.
- საიტის ადმინისტრაცია ვიზიტორთან ერთად იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ზარალი ან სხვა უარყოფითი შედეგები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის პირადი მონაცემების დაკარგვამ ან გამჟღავნებამ.

მხარეთა ვალდებულებები 

- მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც აუცილებელია ონლაინ მაღაზიის გამოყენებისთვის.
- განაახლოს მოწოდებული ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეცვლის შემთხვევაში

-საიტის ადმინისტრაცია ვალდებულია მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკით გათვალისწინებული პირობებით.
- დარწმუნდეს, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია ინახება კონფიდენციალურად, არ არის გამჟღავნებული ვიზიტორის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.
- მიიღოს ყველა საჭირო ზომა ვიზიტორთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დასაცავად, იმ პროცედურის შესაბამისად, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ამ სახის ინფორმაციის მიწოდებისას ბიზნეს გარიგებებში.
- განახორციელოს შესაბამის ვიზიტორთან დაკავშირებული პირადი მონაცემების დაბლოკვა ვიზიტორის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი პირის მომართვის შემთხვევაში. 

ზემოთ აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს ონლაინ მაღაზია shop.inventor.ge - ს საკუთრებას. დაუშვებელია მისი კოპირება და სხვა ვებ გვერდზე განთავსება, ან სხვა მიზნებისთვის გამოყენება !