ჩვენ შესახებ


INVENTOR - ი  წარმოადგენს ევროპულ ბრენდს, რომელიც სრულად ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის  კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
საქართველოს ბაზარზე INVENTOR - ის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალი თაობის, ევროპული პროდუქცია, რომელიც გათვლილია, როგორც საცალო, ასევე კორპორატიული გაყიდვებისთვის.
პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ შექმნილი უმაღლესი ხარისხის ბრენდ პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის მრავალ ქვეყანაში

INVENTOR - ი ევროპულ ბაზარზე ყოფნის 50 წელზე მეტს ითვლის. ნახევარი საუკუნის განმავლობაში INVENTOR - ი ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციას და საუკეთესო სერვისს. INVENTOR - მა საერთაშორისო ბაზარზე დაიმკვიდრა  თავი საოჯახო და საოფისე ელექტრო ტექნიკის სფეროში. უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, ასევე ახალი თაობის სისტემებით, მუდმივი განახლების რეჟიმშია და დროსთან ერთად ვითარდება.

მოკლე ისტორია

საბერძნეთის ბაზარზე წამყვანი მოთამაშის პოზიციის დაკავების შემდეგ, ძლიერი ბრენდით და საუკეთესო პროდუქციით, კომპანიამ საქმიანობა განავითარა საერთაშორისო ბაზრებზე.
INVENTOR - ი დღეს უკვე ამაყობს 150 მდე აქტიური საერთაშორისო პარტნიორით მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.
მუდმივად მზარდმა საერთაშორისო გაყიდვებმა, მენეჯმენტს მიაღებინა გადაწყვეტილება რუმინეთში გაეხსნა შვილობილი კომპანია. აღნიშნული კომპანია გახდა ხიდი ყველა საერთაშორისო გაყიდვებს შორის, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
INVENTOR -ს ფილიალი დაემატა ჩინეთში, რადგან განხორციელებულიყო პროდუქციის გაზრდილი რაოდენობით წარმოება და გლობალურ ბაზრებზე მასიური რეალიზება.
კონდიციონერების და სხვა საინტერესო საოჯახო ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებლების მიერ შექმნილი INVENTOR - ის უმაღლესი კლასის პროდუქცია სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

ინვენტორი საქართველოში