საგარანტიო პირობები


გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ საგარანტიო პირობებს

საგარანტიო პერიოდი იანგარიშება, ნივთის შეძენის დღიდან. შეძენილ ნივთზე ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მაქსიმუმ 2 დღის ვადაში უნდა მიმართოთ იმ კონკრეტულ ადგილს, სადაც შეიძინეთ პროდუქცია. ( შოურუმი, ოფისი ) თუ პროდუქცია ჩვენი კურიერის მიერ არის მოწოდებული თქვენ მისამართზე, ამ შემთხვევაში გვიკავშირდებით საკონტაქტო ნომერზე. კომპანიის წარმომადგენელი მოგაწვდით ინფორმაციას შეძენილი ნივთის დაბრუნებისთვის განკუთვნილი ადგილმდებარეობის შესახებ. დაბრუნებული ნივთი შემოწმდება და შეფასდება ტექნიკური ჯგუფის მიერ. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება ქარხნული წუნიშეძენიდან 2 დღის ვადაში ) მოხდება წუნდებული ნივთის ახლით ჩანაცვლება. 2 დღის გასვლის შემდგომ პროდუქცია ექვემდებარება შეკეთებას. საგარანტიო ვადის განმავლობაში შეკეთება უფასოა. თუ ჩვენი კომპანიის მიერ ვერ ხერხდება ნივთის შეკეთება ოცდაათი ( 30 ) სამუშაო დღის განმავლობაში, ნივთი ექვემდებარება შეცვლას. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მომენტისთვის შეუძლებელია ნივთის ანალოგიური მოდელით ჩანაცვლება, ხოლო მომხმარებელი უარს აცხადებს სხვა, მსგავსი ტექნიკური მონაცემების და ფასის მქონე მოდელით შეცვლაზე, მაღაზია იღებს ვალდებულებას გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.

საგრანტიო პირობები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ გასულია საგარანტიო ვადა, პროდუქციის კომპლექტაცია არ არის სრულყოფილი. დაზიანების გამომწვევი მიზეზია ბუნებრივი მოვლენები, ელექტრო გაუმართაობა, არასწორი ექსპლუატაცია, ფიზიკური დაზიანება, მომხმარებლის მიერ თვითნებური, არაკვალიფიციური ჩარევა და გამყიდველის მიერ გაცემული რეკომენდაციების უგულველყოფა.

გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ინსტრუქციას, რომელიც კომპლექტაციაში მოყვება ჩვენ ბრენდის ნებისმიერ პროდუქტს. დეტალურად შეასრულეთ ინსტრუქციაში მოცემული ყველა რეკომენდაცია და გარწმუნებთ, რომ ჩვენი მაღალი ხარისხის ევროპული პროდუქცია ერთგულად და ხანგრძლივი დროით მოგემსახურებათ !